თხოვნა

გთხოვთ ნებისმიერ მკითხველს კომენტარი გააკეთოთ თითოეულ შრომაზე, დააფიქსირეთ თქვენი სახელი და გვარი და შეაფასეთ 1 დან 5 ქულამდის.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის.

Friday, November 1, 2013

გიგანტი პანდები

1999 წლის აგვისტოს სან დიეგოს ზოოპარკში დაიბადა ჰუა მეი, ეს იყო მთელი 
მსოფლიოს გახარების მიზეზი. რატომ ამდენი მღელვარება? მეცნიერებს სჯერათ, რომ ათასი გიგანტი პანდა არის ბუნებაში თავისუფლად, ხოლო 120 დამწყვდეული. გიგანტური პანდების საკვები არის მხოლოდ ბამბუკი, რომელიც იშვიათია ჩინეთში. ბამბუკის ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია გიგანტური პანდების გადაშენებამდის მიყვანა, ამის გამო გიგანტური პანდები  მხოლოდ ზოოპარკში თუ გადარჩება.
რა არის გადაშენება?
მცენარეები და ცხოველები ჩვენს პლანეტაზე გაჩდნენ, როდესაც გაჩნდა
დედამიწა. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გადაშენება ეს ბუნებრივი მოვლენაა. რაიმე სახეობა თუ გადაშენდება მაშინ სხვა სახეობა გამოჩნდება. ის სახეობები რაც ჩვენ ვიცით დღეს, ამაზე მეტი სახეობა ცხოვრობდა მილიონი წლის წინ.
ყველა გადაშენებული სახეობა არის დაკარგული. პალეონტოლოგებმა იციან ეს
ყველაფერი, რადგან ისინი სწავლობენ ძველ ჩანაწერებს მცენარეებზე და ცხოველებზე. როდესაც რაიმე ნაშთი აღარ ჩანს მეცნიერები ასკვნიან, რომ ესა თუ ის სახეობა გადაშენდა, გადაშენებული მცენარეები და ცხოველები აღარასდროს განმეორებულა.
დედამიწის ისტორიის განმავლობაში ცხოველების და მცენარეების დიდი
მასები გადაშენდნენ დროის პატარ პერიოდში.მასიური გადაშენება ხუთჯერ მოხდა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით გადაშენების მეექვსე პერიოდში. რამ გამოიწვია წარსულში ეს? და რატომ ხდება დღეს?
ეკოსისტემა  

ყველა ცოცხალი არსება, მცენარე თუ ცხოველი დამოკიდებული არის სხვა
ცოცხალ არსებებზე, რომ ცოცხლები დარჩნენ. ყველა ცოცხალი არსება დაწყებული ერთ უჯრედიანი ამებიდან გიგანტური დინოზავრით დამთავრებული არის ეკოსისტემა. ( გარემოში მცხოვრები ცოცხალი არსებების ჯგუფი). მილიონზე მეტ ხანს მცხოვრები არსებები შეეგუენ მათ გარემოს და გახდნენ ეკოსისტემის ნაწილი. როდესაც რაღაც ირღვევა ეკოსისტემაში, ცოცხალი არსება აკეთებს ორ რამეს, ან ეგუება გარემო პირობებს ან ქრება. როდესაც ერთი ცხოველი ან მცენარე კვდება სხვა ცხოველები რომლებიც მათზე დამოკიდებულები არიან როგორც საკვებზე მაშინ ისინიც კვდებიან. როდესაც ეკოსისტემა ირღვევა ეს ხელს უწყობს მასში შემავალი ცხოველების და მცენარეების გადაშენებას.

თარგმნა  სოფიო პეტრიაშვილმა      (10 კლასი)

No comments:

Post a Comment