თხოვნა

გთხოვთ ნებისმიერ მკითხველს კომენტარი გააკეთოთ თითოეულ შრომაზე, დააფიქსირეთ თქვენი სახელი და გვარი და შეაფასეთ 1 დან 5 ქულამდის.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის.

Saturday, November 2, 2013

გიგანტური პანდები

1999 წლის აგვისტოში, პანდა ჰუა მეის დაბადება, სან დიეგოს ზოოპარკში მსოფლიო ზეიმის მიზეზი გახდა. რამ გამოიწვია ასეთი მღელვარება? მეცნიერების აზრით სულ 1000 გიგანტური პანდა დარჩა ბუნებაში, ხოლო 120 -ტყვეობაში. ბამბუკი ერთადერთი მცენარეა, რომლითაც  პანდები ბუნებრივ გარემოში იკვებებიან; ის კი ძალიან იშვიათი მცენარეა. ბამბუკის ტყეების გაჩეხვამ, ჩინეთში გიგანტური პანდები გადაშენების პირას მიიყვანა. ჩარევის გარეშე მომავალში გიგანტური პანდები მხოლოდ ზოოპაკრში თუ დაიბადებიან.
 რა არის გადაშენება?  

 მრავალი სახეობის მცენარე და ცხოველი დედამიწის გაჩენიდან დღემდე გადაშენდა. ზოგი მეცნიერის აზრით, გადაშენება ბუნებრივი პროცესია, როდესაც ერთი სახეობა ქრება და მას სხვა ანაცვლებს. ეს განვითარება  მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და არსებების ბუნებრივ ნაირსახეობას ქმნის. დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილი სახეობების გარდა, კიდევ ათასობით სახეობა ცხოვრობდა მილიონობით წლის წინ, ხოლო გადაშენებული ჯიშები უკვე აღარ არსებობენ.

პალეონტოლოგებმა კი ეს ყოველივე იციან, ისინი ხომ მცენარეებისა და ცხოველების ნაშთებს შეისწავლიან. როცა ნაშთი აღარ მოიპოვება, მეცნიერები ასკვნიან, რომ ეს ჯიში  გადაშენედა. ერთხელ გადაშენებული ჯიშები კი ხელახლა აღარ იბადებიან. დედამიწის ისტორიის მანძილზე, ხუთჯერ მოხდა მასობრივი განადგურება. დღეს კი ჩვენ ვდგავართ მორიგი გადაშენების საფრთხის წინაშე. ჩნდება კითხვა: რატომ ხდებოდა ეს ადრე და რატომ ხდება ახლა?
 ეკოსისტემა
 ყველა ცოცხალი არსება სხვა არსებაზეა დამოკიდებული, რომ გადარჩეს. ყველა ორგანიზმი, დაწყებული ერთუჯრედიანი ამებიდან, დამთავრებული გოლიათი დინოზავრით, ეკოსისტემის ნაწილია. ისინი ამას გარემოსთან ადაპტაციით ახერხებენ. როდესაც რაღაც ირღვევა ეკოსისტემაში, ცოცხალი არსება ორიდან ერთს აკეთებს: ის ან ეგუება, ან ქრება. ერთი ცხოველის დაღუპვა იწვევს მასზე, როგორც საკვებზე დამოკიდებული სხვა ცხოველების დაღუპვასაც. სწორედ ეკოსისტემის დარღვა იწვევს გადაშენებას.

თარგმნა მარიამ ყიფიანმა          (9 კლასი)

2 comments:

  1. mshvenieri targmania! rogorc tarjimani, verafers vuwuneb :) 5 qula chemgan. Salome Modebadze

    ReplyDelete